გერგეტის ყოვლაწმინდა სამების ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში, დაბა ყაზბეგის ჩრდილოეთით, მდინარე თერგის შენაკად ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, მყინვარწვერის ფერხთით, ზღვის დონიდან 2200-მ-ზე მთის მწვერვალზეა აღმართული.
გერგეტის წმ. სამება ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში XIV საუკუნეშია აგებული, როგორც სამონასტრო კომპლექსი. დღეს შემორჩენილია გალავნით შემოზღუდული ყოვლადწმინდა სამების სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებული საბჭეო (ადგილი სადაც, მთის უძველესი ჩვეულების თანახმად უნმიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღებად უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა).
გერგეტის წმ. სამების ტაძარი ხევში, სადაც ძირითადად ბაზილიკური სტილის ტაძრებია აშენებული პირველი გუმბათოვანი ეკლესიაა. ტაძარში არსებული ფრესკები და წმ. ტრაპეზი ეკლესიის აგების დროინდელი უნდა იყოს. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ეკლესია ორ სართულიანია, მეორე სართული უცხო თვალისთვის შეუმჩნეველ დიდ სამალავს წარმოადგენს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტაძარს თავდაცვითი ფუნქციაც ჰქონდა.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: მტერთა შემოსევების დროს საქარტველოს ეკლესიის საგანძურს გადასარჩენად სწორედ გერგეტის წმ. სამების ტაძარში გამოხიზნავდნენ ხოლმე. ამავე მიზნით აქ გარკვეული დროის განმავლობაში ესვენა წმ. ნინოს ჯვარი.
ტაძარი სოფელ გერგეტის ტერიტორიაზე აიგო. მოგვიანებით სოფელმა ქვემოთ ჩამოინაცვლა, თუმცა მისი კვალი ძეგლის შორიახლოს დღესაც არის დარჩენილი. გერგეტელები უძველესი დროიდან წმ. სამების ყმებად ითვლებოდნენ და ტაძრის მოვლა-პატრონობის პატივი მათ ენიჭებოდა, ხოლო მიმდინარე მიწები გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძართან არსებული მოქმედ მამათა მონასტერს ეკუთვნოდა.
თეიმურაზ ბაგრატიონის "ივერიის ისტორია" მოწმობს, რომ თავდაპირველად წმ. სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული, ტაძარი მოგვიანებით აუგიათ.
ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ თუ სად უნდა აშენებულიყო წმინდა სამების ტაძარი, მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათტვის მოუხსენებია: "მეფენო ფურ-ბერწი დაკალით და მისი სამგორველი (მეჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს სამებაც იქ ააშენეთო". მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი, მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია, ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ წმ. სამების ნიში აუგიათ, ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) გადაფრენილა და აქაც ჯვარი აუღმართავთ, აქედან კი გერგეტში, "ელგეშის" ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს წმ. სამების მთაზე დაუგდია, რის შემდეგაც ამ ადგილზე ტაძრის საძირკველი გაუჭრიათ და დაწყებულა მშენებლობა. მის ასაგებად დევ-წიქარა ხარებს ქვა ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ. ეს სოფელი ტაძრის მშენებლობის ადგილიდან 15 კმ-ით არის დაცილებული. კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.
მას შემდეგ, რაც მთაზე ტაძარი აიგო და მასთან მამათა მონასტერი დაარსდა, ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ამ სიწმინდეს უკავშირდება. იქ სადაც ხევის წარსულზე საუბრობენ წმ. სამება მუდამ წინა პლანზეა წამოწეული, როგორც სიმდიდრე და სიამაყე მოხევე ხალხისა და სრულიად საქართველოსი.
წმ. სამების დიდი წყალობაა, რომ გერგეტის წმინდა ტაძართან აშენდა კელიები და 2004 წლის შემოდგომიდან სამონასტრო ცხოვრება აღსდგა. ტაძარი მოქმედია, მუდმივი წირვა-ლოცვა აღესრულება.
ყოვლადწმინდა სამების ტაძართან ერთად, ჩვენი წინაპრების მაღალი სულიერების დადასტურებაა მყინვარწვერის კალთაზე მდებარე მეუდაბნოე მამათა სამოღვაწეო ქვაბულებიც, რომელთა სახელწოდებები: "ნაბერალი", "ბერების აბანო", "ბეთლემის გამოქვაბული", დღემდე შემორჩა.
გადმოცემა "ბეთლემის გამოქვაბულის" შესახებ წმ. ილია მართალმა თავის პოემა "განდეგილს" დაუდო საფუძვლად.
ბეთლემის გამოქვაბული, რომელიც 2000 წლის ქრისტეშობის დღესასწაულზე ეკლესიად იკურთხა,მსოფლიოში არსებულ მართმადიდებლურ ტაძართა შორის ყველაზე მაღალ ადგილზე ზღვის დონიდან 4200 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იქ წმინდა და ღმერთშემოსილი მამები VI საუკუნიდან აღასრულებდნენ ბერულ ღვაწლს. არსებობს უწყება, რომლის მიხედვითაც ბეთლემის გამოქვაბულში მოსეს კარავი და მაცხოვრის აკვანი იხილვებოდა.
1999 წელს, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ახალქალაქისა და კუმურდოს ამჟამინდელი მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ხელმძღვანელობით მყინვარის კალთაზე, მრევლისა და ადგილობრივი მთასვლელების მონაწილეობით, ზღვის დონიდან 4200 მ-ზე, წმ. სამების მცირე ზომის ალუმინისაგან დამზადებული ტაძარი დაიდგა და წირვა აღევლინა.
ბეთლემის გამოქვაბულში და მყინვარი წმ. სამების ტაძარში არცთუ ისე იშვიათად აღესრულება წირვა-ლოცვა.

პრეისტორიული ხანა სტეფანწმინდის (ყაზბეგის) განძის მიხედვით
ლითონის ჭურჭელი და საკულტო სარიტუალო დანიშნულების ნივთები
„სტეფანწმინდის განძის“ ქრონოლოგიური საზღვრები
ისტორიული ხანა, წერილობითი წყაროებისა და კულტურის ზეგლების მიხედვით
გერგეტის სამება (XIV ს-ის 30-იანი წლები)
გერგეტის სამების „მატიანე მოსახსენებელი სულთაი“
1804 წლის მთიელთა სახალხო აჯანყების მიზეზები
პროზა. დაბა ყაზბეგის სახელწოდების ისტორიიდან
2008 წელს დაბა სტეფანწმინდაში გერგეტის სამების წინამძღვრის- არქიმანდრიტი იოსების ძალისხმევითა და ხელმძღვანელობით
დაარსდა საპატრიარქოსთან არსებული ხელოვნების სახლი სახელწოდებით - მოხეური თექა. სადაც ახალგაზრდების მიერ მოხდა ხელობის შესწავლა და შემდგომში მათი დასაქმება. ძველი ტექნოლოგიების გათვალისწინებით ხდება თექის და კერამიკის ნაწარმის დამზადება.თექის ნამუშევრები იქმნება, როგორც ადგილობრივი მატყლის გამოყენებით, ასევე მაღალი ხარისხის მერინოსით, აგრეთვე გამოიყენება აბრეშუმის ჭიის პარკები რაც შესანიშნავ ფაქტურას და ელფერს სძენს ნაკეთობას.
შენობაში მოწყობილია მუდმივმოქმედი გამოფენა-გაყიდვა. ხელოვნების სახლს მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ გამოფენაში. მომავალში იგეგმება წარმოების გაფართოვება და სხვა ახალი და საინტერესო დარგის დამატება, პერსონალური გამოფენის მოწყობა და ა.შ.
ხელოვნების სახლს ხშირად სტუმრობენ როგორც ქართველი დამთვალიერებლები ასევე უცხოელი ტურისტები.მომავალში იგეგმება ნაწარმის გატანა როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე საზღვრებს გარეთ.
In 2009 Art House of the Patriarchate - '' Mokheuri Teqa'' was established in village Stepantsminda. Where Teqa and ceramic products, accessories, souvenirs of moedern design, panel paintings etc. are made considering old traditions.
There is an exhibition hall where all works created here are exhibited. Any visitor can view and purchese them.
Visiting and excursion in the Art House - Price per person - 2 GEL (including local guide). If you would like to study and participate in the work process - 30 GEL (duration: 1 hour, you will take your handiwork woth you.)
Contacts:
Tamar Sujashvili
+995 55 595879
+995 90 595879

